კულტურის მეცნიერებებში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ერთიანი ტერმინოლოგიის დადგენაა. ცხადია, კვლევისას წარმატებით გამოიყენება იმ სამეცნიერო დისციპლინათა ტერმინოლოგია, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდა კულტურის მეცნიერებები. მაგრამ ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, დისკუსიის საგნად იქცევა კულტურის მეცნიერებათა საბაზო ტერმინებიც კი.
საქართველოში, სადაც კულტურის კვლევათა პრობლემატიკა ბოლო წლებში გახდა აქტუალური, ტერმინოლოგიურ სირთულეებს ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. რიგ შემთხვევებში დასადგენია ტერმინების ევროპული დედნების ქართულ შესატყვისთა მართებულობა, ზოგჯერ ერთსა და იმავე ტერმინს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობებით ვიყენებთ, რადგან დაუდგენელია მათი ზუსტი შინაარსი.
ცნობილი ფრანგი ლინგვისტი ემილ ბენვენისტი აღნიშნავდა, რომ “დასავლური სამყაროს თანამედროვე აზროვნებისა და სულიერი კულტურის მიღწევათა მთელი ისტორია დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ქმნიან და იყენებენ ადამიანები რამდენიმე ათეულ ძირითად სიტყვას… ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ იმის გაგებას, რა საინტერესო იქნება თანამედროვე კულტურის ლექსიკონის ამ სათავეთა დაწვრილებითი აღწერა”.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.