“ცივილიზაციური ძიებანი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოდის 2003 წლიდან. 2007 წლის ივნისში იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო მრგვალი მაგიდის – “კავკასია: ინტერკულტურული დიალოგის პერსპექტივა” – გადაწყვეტილებით, ის არსებობას განაგრძობს როგორც საერთაშორისო გამოცემა. კრებული ინტერდისციპლინურია, მოიცავს კულტურათა კომუნიკაციისა და ინტერკულტურული დიალოგის, შედარებითი რეგიონული კვლევების (ისტორიული და ტიპოლოგიური საკითხები), კულტურის კვლევების და სხვა საკითხებს.
კრებული თანამშრომლობს აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, რუსეთის ფედერაციის, ცენტრალური აზიის იუნესკოს კათედრებთან, სხვა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც სარედაქციო საბჭოში, ასევე ავტორების სახით.
სარედაქციო ჯგუფი მზადაა თანამშრომლობისათვის დაინტერესებულ პირებთან და სტრუქტურებთან.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.