კულტურის კვლევების ინსტიტუტი
Institute of Culture Studies

კულტურის კვლევების ინსტიტუტი
Institute of Culture Studies

კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი 2006 წლიდან არსებობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. იგი კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამას კულტურის მეცნიერებებში. 2009 წლიდან, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მუშაობა დაიწყო სამაგისტრო პროგრამამ “ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები”.

2006 წლის მარტში, იუნესკოს გენერალურ მდივნისა და თსუ რექტორის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე, ინსტიტუტტთან დაარსდა თსუ ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრა. იგი არის UNESCO/UNITWIN კათედრათა ქსელის წევრი, შესაბამისად, პარტნიორული ურთიერთობა აქვს ამ ქსელის წევრ შესაბამისი პროფილის ყველა კათედრასთან. გარდა ამისა, გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრთან.

2003 წლიდან გამოიცემა სამეცნიერო წელიწდეული “ცივილიზაციური ძიებანი”, რომელმაც 2007 წლიდან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.

თანამშრომლები

სრული პროფესორი

ქეთევან კაკიტელაშვილი

ასოცირებული პროფესორი

მაია ქვრივიშვილი

ასისტენტ პროფესორი

ივანე წერეთელი

ასოცირებული პროფესორი

ირაკლი ჩხაიძე

ასისტენტ პროფესორი, დოქტორანტი