პირველი ელ-ბიბლიოთეკა ქართულ ენაზე
მუდმივი განახლებით
წინამდებარე განყოფილება წარმოადგენს საქართველოში კულტურის მეცნიერებათა მცირე ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის პირველ ცდას. ჩვენი ბიბლიოთეკა ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ განყოფილებას შეიცავს: პირველი ნაწილი (სკოლები) ეთმობა XIX-XX საუკუნეების ძირითად სკოლებსა და კონცეფციებს კულტურანთროპოლოგიაში. მეორე ნაწილში (ტერმინები) შემოთავაზებულია ხშირად გამოყენებადი სამეცნიერო ტერმინების მოკლე განმარტებები, დაფუძნებული ავტორიტეტული მენციერების და მკვლევარების ძირითად დეფინიციებზე. ეს ნაწილი, ისევე როგორც სხვა, მუდმივად ივსება და მდიდრდება და პრაქტიკულია ამ სპეციალობით დაინტერესებული სტუდენტისათვის. მესამე ნაწილში (სტატიები) შეგიძლიათ იხილოთ კულტურის მეცნიერებათა სფეროში შექმნილი ზოგიერთი საინტერესო სტატია. მეოთხე ნაწილში (თარგმანები) გაეცნობით უცხოელ ავტორთა მნიშვნელოვანი ნაშრომების უახლეს თარგმანებს, რომლებიც შესრულებულია ცივილიზაციათა შედარებითი კვლევის ცენტრთან არსებული მთარგმნელობითი ჯგუფის წევრთა მიერ.